ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას - დამპყრობელმა მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე - რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც პრეზიდენტი?

დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე, ამაზე შეფასებები არ გვაქვს - რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, „ტყვეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ მიეღოთ ამ ფარსში მონაწილეობა“.

„გასული კვირა მნიშვნელოვანი გახლდათ ორი პოლიტიკური შინაარსის მქონდე ფაქტით. ეს გახლდათ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ არჩევნები და ნატო-ს გენერალური მდივნის რეგიონული ტურნე. თუ რამეს უნდა ვისმენდეთ უმრავლესობის წევრებიდან, ეს არის შეფასებებს იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, მაგრამ უმრავლესობის არც ერთ წევრს ამაზე არ უსაუბრია. იმის გათვალისწინებით რომ ე.წ. არჩევნები ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ მესმის ხმა არც ერთი ჩვენი ოპონენტის, „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან შეფასება, როგორ აღიქვამენ ამ კანონდარღვევას და რა პასუხი აქვთ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით. მეგობრებო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა ე.წ. არჩევნები. დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე. ჩვენ ამაზე შეფასებები არ გვაქვს, ტყვეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ მიეღოთ ამ ფარსში მონაწილეობა და უკვე მერამდენედ, საქართველოს ხელისუფლებას ამაზე პასუხი არ აქვს. აღარაფერს ვამბობ იმ მოვლენაზე, როდესაც ვიხილეთ ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და საქართველო, რომელსაც ამ კუთხით, რომელსაც კონსტიტუციით განსაზღვრული აქვს ნატო-ში გაწევრიანება, აღარ გაგვაჩნია ამბიცია წევრობის. საქართველოს ხელისუფლება ნატო-სთან დაახლოებაზე საუბრობს და არა წევრობაზე. შემდგომში გამომსვლელ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მივმართო - რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?“- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში