კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მან ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში, შპს „რეპსოლის“, შპს „პორტალის“ და შპს „ექსას“ მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

ინფორმაციის თანახმად, მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა 1 397 855 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 383, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1 211.

„ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=1 132, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსია HHI=1 163, ინდექსის ცვლილება ΔHHI=31.

2023 წელს, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი (HHI ინდექსი) შეადგენდა 1 167 ერთეულს. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ, სამიზნე და მათთან დაკავშირებული კომპანიების მიერ 2023 წელს იმპორტირებული საწვავის რაოდენობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კონცენტრაციის ინდექსის ზრდა 18 ერთეულით - 1 185 ერთეულამდე. შესაბამისად, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.

ინფორმაციისთვის, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარის / მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია