რატი ბრეგაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო 30 ათას პატიმრამდე, ჩვენს პირობებში კი სტატისტიკა 3-ჯერ არის შემცირებული - სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს პატიმრების სტატისტიკა იყო დაახლოებით 30 ათასამდე და ეს რიცხვი ჩვენს პირობებში 3-ჯერ არის შემცირებული, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

იუსტიციის მინისტრი დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის მანიპულაციურ განცხადებებზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

„რაც შეეხება დანაშაულის სტატისტიკას, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყველას გახსოვთ გამოთქმა- „ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში“. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პატიმრების სტატისტიკა იყო დაახლოებით 30 ათასამდე და ეს რიცხვი ჩვენს პირობებში 3-ჯერ არის შემცირებული. შესაბამისად, ყველას კარგად გემახსოვრებათ, თუ რა ტიპის დანაშაულები ხდებოდა მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებებში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. მარტო ეს რომ აღერიცხათ, დარწმუნებული იყავით, რომ ალბათ, ვერასდროს დავეწევით თანამედროვე პირობებში დანაშაულის სტატისტიკაში, თუნდაც ციხეში მათი თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ რომ აღერიცხათ. შესაბამისად, სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის ციხეში შესაძლო გადაყვანაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ უწყება ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად იმოქმედებს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა გაცილებით მცირე იყო, ვიდრე ახლა არის.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს