ნიკოლ ფაშინიანმა და იენს სტოლტენბერგმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ნატო-ს გენერალურ მდივანმა, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„საუბრისას განიხილეს სომხეთის ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები. შედგა აზრთა გაცვლა რეგიონულ პროცესებზე და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივანი სომხეთში საქართველოდან ჩავიდა, მანამდე კი ის აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია