ანა ნაცვლიშვილი - ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეს და ავალებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით

საჭიროა ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, - ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ყურადღება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხზე გაამახვილა.

„ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეს სახელისუფლებო გუნდი და ავალებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მომხმარებლების დასჯასა და დემონიზებაზე, არამედ რეალიზატორებისა და მათი მფარველების დასჯაზე, ხოლო მომხმარებლების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე.

სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა პრევენციაზე? სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა მომხმარებლების დახმარებაზე, რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე. ეს სერვისები ძალიან ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ამ ქვეყანაში, რაც ხელმისაწვდომია, არის საშინლად ძვირი“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა