საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული არჩევნების ინფორმირების კამპანიაში ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის

საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის. ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები ყველაზე დიდი მასშტაბით იქნება გამოყენებული და ამომრჩეველთა თითქმის 90% ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. სწორედ ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე დაიწყო და დღემდე ელექტრონული აპარატების დემონსტრაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში ვახორციელებთ. ამ დროისათვის გავმართეთ 2 800-მდე შეხვედრა და უკვე 330 000-ზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული.

ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში, ხალხმრავალ დღესასწაულებზე. საარჩევნო ადმინისტრაცია ჩვენს მოქალაქეებს, აძლევს შესაძლებლობას პირადად ნახონ და გამოცადონ როგორ მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში. განსაკუთრებულად გვინდა აღვნიშნოთ მათი მაღალი ინტერესი, ჩართულობა და თანამშრომლობა ამ პროცესში.

შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ინტენსიური და ამ მასშტაბით ინფორმირების კამპანიის განხორციელება უპრეცედენტოა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს.

თანამშრომლობისა და ინფორმირების კამპანიის აქტიური ხელშეწყობისთვის გვინდა მადლობა ვუთხრათ ყველა იმ საჯარო თუ კერძო უწყებას, სადაც უკვე გავმართეთ საინფორმაციო შეხვედრა და იმიტირებული კენჭისყრა. ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც გამონახეს დრო და აქტიურად გაეცნენ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ სიახლეებს. არჩევნები საერთო საქმეა, მათი ჩართულობა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების მოდერნიზების პროცესში.

საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, აგრძელებს აქტიურ მუშაობას მომავალი არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, ასევე ინტენსიურად გრძელდება ინფორმირების კამპანია. გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს - გამოიყენონ ეს შესაძლებლობა - მიიღონ მონაწილეობა ინფორმირების კამპანიაში და პირადად გაეცნონ საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურებს.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა