პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - დიახ, ეს არის პრეზიდენტის მეხუთე ვეტო - ამ რიცხვს ნამდვილად ვერ გადავახტებოდი და ვერ გამოვტოვებდი, ისე როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც, ალბათ, ცხოვრობს

დიახ, ეს ნამდვილად არის პრეზიდენტის მეხუთე ვეტო - ამ რიცხვს ნამდვილად ვერ გადავახტებოდი და ვერ გამოვტოვებდი, ისე როგორც ბატონი ანრი ვერ გამოტოვებდა მეხუთე სართულს, რომელზეც, ალბათ, ცხოვრობს - გააჩნია, როდის მიიღო მეხუთე სართული, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მსხილაძის თქმით, როგორც პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლო 90-ხმიანი კვორუმით, ასევე, უნდა მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევა - პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებისა და კონსენსუსის გზით.

“იმ კანონის ამოქმედებით, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს, არ მგონია, რომ არჩევნებთან დაკავშირებული მუხლი ევროკომისიამ შესრულებულად ჩაგვითვალოს, რადგან გამოდის, რომ უბრალო უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე ერთპარტიული ცესკოს თავმჯდომარე იქნება - მისი არჩევა არ იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია