გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისარი - ისრაელის მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებას წარმოადგენდეს

ისრაელის მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, შიმშილის ომის მეთოდად გამოყენებას წარმოადგენდეს, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.

„ისრაელის მიერ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების მასშტაბი და ის, თუ როგორ აგრძელებს იგი საომარი მოქმედებების წარმოებას, შეიძლება შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენებას წარმოადგენდეს, რაც ომის დანაშაულია.

საჭიროა აუცილებელი სერვისების სრულად აღდგენა, მათ შორის საკვების, წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდება“, - აღნიშნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.

ვოლკერ თურქის საპასუხოდ, ჟენევაში ისრაელის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად ყველაფერს აკეთებს, მათ შორის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია