ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - ქმნით შეთქმულების თეორიებს, თითქოს ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ ვიღაც გადატრიალებას გეგმავდა, რაზეც არავინ გამოუკითხავთ - დარწმუნებულები არ ხართ, რომ უპირატესობა მართლა გაქვთ

თუ ფიქრობთ, რომ მანდატი შეგინარჩუნდებათ, მაშინ ცვლილებები რა საჭირო იყო? თქვენ დარწმუნებულები არ ხართ, რომ ის უპირატესობა, რომელზეც საქართველოს მოსახლეობას ესაუბრებით, მართლა გაქვთ, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებით.

როგორც ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, „თავისუფალი ტრიბუნის“ ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსვლასა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაქვემდებარებაზეა ორიენტირებული და ყველაზე მნიშვნელოვანი - კორუფცია და ხალხის პრობლემები განზე რჩება.

„მთელი დროა გვესმის „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ მათ ყველანაირი ბერკეტი აქვთ იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღონ პარლამენტში. თუ ფიქრობთ, რომ მანდატი შეგინარჩუნდებათ, მაშინ ცვლილებები რა საჭირო იყო? ვიცი, რომ პასუხი გაქვთ, მაგრამ მე გეტყვით, რომ ამ ცვლილებებით თქვენ გინდათ ცენტრალური საარჩევნო კომისია დაიქვემდებაროთ.

გარდა ამისა, თქვენ ქმნით შეთქმულების თეორიებს, თითქოს ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ ვიღაც გადატრიალებას გეგმავდა, რაზეც შემდგომში არავინ გამოუკითხავთ, არაფერი გამოუძიებიათ. ამ აბსურდით კვებავდით მოსახლეობას.

მხოლოდ იმაზე ხართ ორიენტირებულები, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაილაშქროთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დაიქვემდებაროთ და ყველაზე მნიშვნელოვანი - კორუფცია და ხალხის პრობლემები განზე გრჩებათ.

თქვენ დარწმუნებულები არ ხართ, რომ ის უპირატესობა, რომელზეც საქართველოს მოსახლეობას ესაუბრებით, მართლა გაქვთ და ამიტომ ცდილობთ, რომ ყველა თავისუფალი სივრცე დაიქვემდებაროთ. გარდა ამისა, ცდილობთ საქართველოს პრეზიდენტს დაუპირისპირდეთ, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც თქვენს ანტიდასავლურ კამპანიას მხარი არ დაუჭირა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია