რუსეთის საგარეო უწყება - იაპონია გავაფრთხილეთ, რომ კიევისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას შედეგები მოჰყვება

მოსკოვმა დიპლომატიური არხებით გააფრთხილა იაპონია იმ შედეგების შესახებ, რაც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის გადაცემას მოჰყვება, რომელიც, საბოლოოდ, შესაძლოა, უკრაინაში აღმოჩნდეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მესამე დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი ჟესკიმ განაცხადა.

„როდესაც 2023 წლის დეკემბერში ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ მიაღწია სამხედრო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული ეროვნული წესების საკანონმდებლო შემსუბუქებას - ქვეყანაში წარმოებული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის ვაშინგტონისთვის მიწოდების მიზნით - პირდაპირ გავაფრთხილეთ იაპონური მხარე მოსკოვში ელჩის, მუტოს მეშვეობით, რომ ეჭვი არ გვეპარებოდა, ასეთი გადაწყვეტის საბოლოო ბენეფიციარი კიევის რეჟიმია“, - განაცხადა ჟესკიმ.

მისი თქმით, იაპონიის მხრიდან კიევისთვის იარაღის მიწოდებაში ასეთი დახმარების აღმოჩენა განიხილება როგორც ტოკიოს თანამონაწილეობა კიევის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც მხოლოდ მსხვერპლის რაოდენობის ზრდას იწვევს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს