ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ  „შრომის ბიულეტენს“

ევროკომისიის ინიციატივის საფუძველზე, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა, მიიღეს ახალი კანონი - დირექტივა „ადეკვატური მინიმალური შრომის ანაზღაურების შესახებ“. (იხ.: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A32022L2041#PP2Contents). საკანონმდებლო წინადადება შემუშავდა და განსახილველად წარსდგა 2020 წელს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, რომ დირექტივასთან შესაბამისობის ზომები მიიღონ 2024 წლის 15 ნოემბრმდე.

ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვყენებს სწრაფად განახორციელონ დირექტივის ტრანსპოზიცია ეროვნულ დონეზე. ევროკომისია მზად არის მხარი დაუჭიროს მათ ამ პროცესში.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიყენონ საორიენტაციო მნიშვნელობები ნორმატიული მინიმალური ხელფასის ადეკვატურობის შესაფასებლად. ამ მიზნით, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ინდიკატური საბაზისო ღირებულებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო დონეზე, როგორიცაა საშუალო მთლიანი ხელფასის 60% და/ან ეროვნულ დონეზე გამოყენებული საბაზისო მნიშვნელობები.

ადექვატურ მინიმალურ ანაზღაურებას აქვს დადებითი სოციალური გავლენა და მოაქვს უფრო ფართო ეკონომიკური სარგებელი. ადექვატური მინიმალური ხელფასი მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობის გასაძლიერებლად და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური აღდგენისთვის.

დირექტივა ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს მინიმალური ხელფასის ადეკვატურობის გასაუმჯობესებლად ნორმატიულად მინიმალური ხელფასის მქონე ქვეყნებში. ის, ასევე, მიზნად ისახავს კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეწყობას. დირექტივა მიღებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციებისა და სოციალური პარტნიორების ავტონომიისა და სახელშეკრულებო თავისუფლების სრული დაცვით.

დირექტივა არ ადგენს ნორმატიულ ერთიან მინიმალური ხელფასის დონეს/ოდენობას.

ამჟამად, ევროკავშირის 27 წევრიდან 22 ქვეყანას დადგენილი აქვს მინიმალური ანაზღაურება, ხოლო 5 ქვეყანას არ აქვს განსაზღვრული (იტალიას, დანიას, ავსტრიას, ფინეთს და შვედეთს). ათი კანდიდატი ქვეყნიდან, 8 ქვეყანას შემოღებული აქვს მინიმალური ანაზღაურება (მონტენეგროს, მოლდოვას, ჩრდილო მაკედონიას, საქართველოს, ალბანეთს, სერბეთს, თურქეთს და უკრაინას); ბოსნია-ჰერცოგოვინას და კოსოვოს - არა. (ამ უკანასკნელი ინფორმაციის წყარი: https://www.euronews.com/business/2024/02/05/how-do-minimum-wages-compare-across-europe-in-2024#:~:text=Minimum%20wages%20for%20EU%20countries,and%20%E2%82%AC1%2C323%20for%20Spain. )

მოგვწერეთ, გვკითხეთ

ekakardava2014@gmail.com

european.time.geo@gmail.com

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის