დევიდ კამერონი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს

დევიდ კამერონი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გაკეთებასაც ჩვენ უნდა ვეცადოთ, არის ის, რომ ეს პაუზა მუდმივ, მდგრად ცეცხლის შეწყვეტად ვაქციოთ“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.

„ჩვენ ამის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ბევრი პირობა დაკმაყოფილდება. ჩვენ „ჰამასის“ ლიდერები ღაზის სექტორიდან უნდა გამოვიყვანოთ და მათი ტერორისტული ინფრასტრუქტურა დავშალოთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იორდანიის გავლით ღაზაში 2 000 ტონაზე მეტი გაერთიანებული სამეფოს სასურსათო დახმარება შევიდა.