მიხეილ დაუშვილი - თუ ხელისუფლებას კონკრეტული მაგალითები გააჩნია იმისა, რომ დონორებიდან მიღებული ფული ვინმემ, მათ შორის რომელიმე პარტიამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, ამას შესაბამისი კომუნიკაცია სჭირდება

ძალიან არ მჯერა იმის, რომ დღეს "ოცნება" ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულზე და ამ ფულის ხარჯვის ეფექტიანობაზე ზრუნავდეს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას კონკრეტული მაგალითები გააჩნია იმისა, რომ დონორებიდან მიღებული ფული ვინმემ, ან რომელიმე პარტიამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, ამას შესაბამისი კომუნიკაცია სჭირდება.

"მე ძალიან არ მჯერა იმის, რომ დღეს "ოცნება", პაპუაშვილი, ან ვინმე ზრუნავდეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულზე და ამ ფულის ხარჯვის ეფექტიანობაზე. ეჭვი მეპარება, რომ ვინმეს ეს აწუხებდეს. შეერთებული შტატები არის ჩვენი მოკავშირე და დონორების მეშვეობით, სხვადასხვა მიმართულებით პროექტები ხორციელდება. ამაში პრობლემა რა არის, არ ვიცი. თუ კონკრეტული მაგალითები გააჩნია, როდესაც ეს ფული ვინმემ, ან რომელიმე პარტიამ გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი კომუნიკაცია. ამას სჭირდება კომუნიკაცია, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ფული იხარჯება არა მიზნობრივად, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თუ ეს კომუნიკაცია მოხდება, თუ ეს პრობლემა არის, მოგვარდება," - განაცხადა დაუშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს