სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით შეხვედრები, ჯამში, 70 სკოლაში ჩატარდა. მათგან, საინფორმაციო კამპანიამ მოიცვა თბილისის - 22, შიდა და ქვემო ქართლის - 9, კახეთის - 11, იმერეთის - 11, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - 11 და სამეგრელოს - 6 სკოლა.

„შეხვედრების ციკლი 2023 წლის დეკემბრის თვიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ქვეყნის მასშტაბით შეხვედრები, ჯამში, 70 სკოლაში ჩატარდა. მათგან, საინფორმაციო კამპანიამ მოიცვა თბილისის - 22, შიდა და ქვემო ქართლის - 9, კახეთის - 11, იმერეთის - 11, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - 11 და სამეგრელოს - 6 სკოლა.

საინფორმაციო კამპანიის მიზანს სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენს, რადგან ბოლო პერიოდში ხშირია სოციალური ქსელებით არასრულწლოვანების პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალით შანტაჟისა და იძულების, დახურულ ჯგუფებსა და სხვადასხვა პირებთან მასალების გავრცელების ფაქტები.

ამ ტიპის დანაშაულები სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

შეხვედრების ფარგლებში, გამომძიებლებმა სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მასიურად გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუ რა არის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, როგორ და რა ფორმით ხდება პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა, ვის უნდა მიმართონ მოსწავლეებმა ინტერნეტ სივრცეში მათი შანტაჟის, კიბერბულინგის და მათი პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევაში.

სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები, ასევე მანდატურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლებიც უძღვებოდნენ, რომლებმაც ბულინგისა და კიბერბულინგის საკითხებზე იმსჯელეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და არასრულწლოვანების ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობას აქტიურად აგრძელებს და ამ კუთხით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობს.

სამსახური, კონფიდენციალურობის სრული დაცვით ყველა შემთხვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენს. ამ ტიპის დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობითაც - 199“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში