ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა

ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო.

„ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩის N2 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის დამცავი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. ამ ტერიტორიაზე, დროთა განმავლობაში, შესამჩნევი გახდა მიწის ჩამოშლის ფაქტები, რაც საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მცხოვრებლებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი მოაწყო. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარით დაფინანსდა.

ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა. საშიშროება რაც იყო, მთლიანად მოხსნილია. კედელი გამაგრებულია. ამ პროექტის წარმოების დროს, გარკვეული სირთულეები იყო კომპანიასთან დაკავშირებით, შემდეგ წითელ ხაზებთან დაკავშირებით. ადგილობრივ მოსახლეობასთან მოგვიწია გარკვეული შეთანხმებების მიღწევა. შედეგად, უჩანეიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დღეს უკვე სრულებით უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ