„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles-ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიური რეჟიმით განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის ბრენდის ახალ სასტუმროს- ibis Styles Old Tbilisi Hotel აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სასტუმრო ძველ თბილისში, კოტე აფხაზის N39-ში განთავსდება.

პროექტის ჯამური ღირებულება 7 მილიონ აშშ დოლარია, „საქართველოს ბანკის“ ფინანსური რესურსი კი, 2.7 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი 3,347 კვ.მ-ზე სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს და ის 67 ნომერს, ორ საკონფერენციო ოთახს, ბარსა და ღია ტერასას გააერთიანებს.

„საქართველოს ბანკი“ წლებია ბიზნესის გაძლიერებასა და განვითარებას უჭერს მხარს. კომპანია „კალა უბანთან“ „საქართველოს ბანკს“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ერთად, არაერთი მასშტაბური პროექტი განგვიხორციელებია, მათ შორის „ალფა სახლის“ რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი, თბილისის ისტორიულ ადგილას ibis Styles-ის ბრენდის სასტუმრო აშენდება. საერთაშორისო ბრენდების ქართულ ბაზარზე ყოფნა, სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს, განსაკუთრებით კი, თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდას. გვჯერა, რომ სასტუმრო ბევრ საერთაშორისო სტუმარს უმასპინძლებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, არ გაჩერდნენ და კიდევ არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელონ“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი წეროძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე