მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ხელმოწერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია დაამარცხოს უიმედობა, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობა ქვეყანაში.

„მართლაც საოცარი დღე გამოვიდა, ვხედავდით მთელი ამ დღეების განმავლობაში როგორი უპრეცედენტო აქტივობა და ერთობა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით. ორასი ათასამდე ხელმოწერა არის შეგროვებული და მართლაც გასაოცარია, რადგან კარგად ვიცით თუ როგორ ჭირს საქართველოში ხელმოწერების შეგროვება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამ გააერთიანა მთელი საქართველო, გააერთიანა ექიმები, მასწავლებლები, ხელოვანები, სპორტსმენები, ყველა საერთოდ და მე ვარ ძალიან ბედნიერი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რომ ასე წვიმაში, ქარში, ყინვაში იდგნენ რიგებში, რომ ხელი მოეწერათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასეთი ერთობა და აქტივობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და ის არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია დაამარცხოს ეს უიმედობა, ნიჰილიზმი, უპერსპექტივობა და მან ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან ჩვენი ქვეყანა. ახლა მივიტანთ სალომე ზურაბიშვილთან ამ ხელმოწერებს და ის ვალდებულია გაითვალისწინოს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქის მოთხოვნა“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი