გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა

სომხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდერასიანთან ერთად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის გაღრმავების კუთხით ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საუბრისას მინისტრმა, ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას ჟანა ანდერასიანს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჰოვანეს ჰოვანესიანს, საქართველოსა და სომხეთის ელჩებს.

გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიის მიმართულებით სასწავლო-კვლევით საქმიანობასა და აკადემიური ცოდნის გავრცელებას.

მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთის საერთო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქართველოლოგიური და არმენოლოგიური სამეცნიერო წრეების ერთობლივი მუშაობა და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

გახსნის ღონისძიების დასასრულს გიორგი ამილახვარმა ცენტრს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა.

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას.

აღსანიშნავია, რომ ერევნის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის გახსნამდე, გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა ერევნის უნივერსიტეტის რექტორ ჰოვანეს ჰოვანესიანთან, რომელთანაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა, ერთობლივი აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ მიიღო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში