საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში

დღეს საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფარგლებში არსებული ცენტრის (UGSPN – UG Security Policy and Nationalism Center) მიერ დასრულებული კვლევის „საქართელოს თავდაცვის დილემა: რთული არჩევანი რთულ გარემოში“ საჯარო წარდგენა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო უსაფრთხოების, პოლიტიკის და ნაციონალიზმის ცენტრის (UGSPN) მიერ მომზადებული კვლევის ანგარიში.

ანგარიში დეტალურად განიხილავს საქართელოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე. კვლევა ასევე მკაფიოდ ადგენს იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა განხორციელებაც მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში სასიცოცხლოდ აუცილებელია როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის, ასევე ზოგადად თავდაცვისუნარიანობის აუცილებელი დონისთვის საჭირო ინსტიტუციური ცვლილებების გატარების მიზნით.

„ანგარიშში მიმოიხილავს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის სფეროებში არსებულ მდგომარეობას, აკეთებს ამ სფეროებში არსებული ძირითადი პრობლემების კომპლექსურ ანალიზს, როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორების გათვალისწინებით და გვთავაზობს ხედვასა და რეკომენდაციებს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის”- აცხადებს კვლევის თანავტორი ლაშა ძებისაშვილი.

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებების სკოლის და UGSPN-ის ცენტრის ფარგლებში განცორციელებული კვლევის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეალური და ეფექტური თავდაცვის სისტემის სწრაფ მშენებლობას, სწორედ ამიტომ კვლევის ფარგლებში მოცემულია რეკომენდაციები თავდაცვის ოპტიმალურ მოდელთან დაკავშირებით. პირველი მოდელი სრულიად მორგებულია უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემის მოთხოვნილებებზე ყოველგვარი რესურსობრივი (განსაკუთრებით ფინანსური) შეზღუდვების გარეშე, ხოლო მეორე მოდელი შედარებით რეალისტურია და ანგარიშს უწევს ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებს და შეზღუდვებს”- ნათია კალაძე, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო