თეთრი სახლი - მნიშვნელოვანია, ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რაფაჰის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს და სამხედრო ოპერაციები სტრატეგიული სიზუსტით ჩაატაროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ჯეიკ სალივანმა იოავ გალანტთან შეხვედრისას ისრაელის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი განიხილა.

„მნიშვნელოვანია, რომ ისრაელმა მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და რაფაჰის მოსახლეობის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს და სამხედრო ოპერაციები რაც შეიძლება სტრატეგიული სიზუსტით ჩაატაროს“, - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მიწვევით იმყოფება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს