ჩეხეთმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად დამატებითი თანხა გამოყო

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა ქვეყნის შემდგომი წვლილის შეტანა ინიციატივაში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის შესყიდვას ითვალისწინებს.

გამოცემა Ceske Noviny წერს, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ თანხა არ დაასახელა.

ამასთან, პეტრ ფიალას თქმით, ინიციატივას 20 ქვეყანა შეუერთდა. მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ შესყიდვების გეგმას და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალა უკრაინაში რამდენიმე კვირაში ან თვეში ჩავა.

ამასთან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად საარტილერიო საბრძოლო მასალის რაოდენობა შეზღუდული არ არის. თავდაპირველად გეგმა მოიცავდა 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენას. საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, მიწოდებული საბრძოლო მასალის რაოდენობა, შეიძლება, თითქმის გაორმაგდეს.

ინიციატივას გუშინ ოფიციალურად შეუერთდა პორტუგალია, რომელმაც მანამდე გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 100 მილიონ ევროს გამოყოფდა. ჩეხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ და მისმა პორტუგალიელმა კოლეგამ დისტანციურად მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს ლისაბონის მონაწილეობას. მანამდე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი დოკუმენტები გააფორმა დანიასთან, კანადასთან და ლატვიასთან. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავს ნორვეგიასა და ნიდერლანდებთანაც.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს