საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები - პროფესორები: თამარ ლომინაძე და თამარ წერეთელი, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, რექტორის მრჩეველი კონსტანტინე ბასილაშვილი, სტუ-ის ადმინისტრაციისა და თურქმენეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით გურგენიძემ დოვლეტმირატ სეიტმამედოვს ელჩად დანიშვნა მიულოცა და ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში წარმატებები უსურვა.

რექტორმა თურქმენეთის ელჩს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია გააცნო, ესაუბრა უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების, ასევე, იმ კონტაქტებისა და სამეცნიერო კოლაბორაციების შესახებ, რაც ქართულ უმაღლეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან აკავშირებს.

მხარეებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებთან მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების განხორციელების, ასევე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობები განიხილეს.

„ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის დაახლოებისა და ხედვების შეჯერების პროცესში ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აქტიურად განიხილება ორი ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეების ინტეგრაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაინტერესებულია თურქმენეთის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მეცნიერები, გლობალური კოლაბორაციების ფარგლებში, წარმატებით ახორციელებენ საერთაშორისო პროექტებს ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: CERN-ი შვეიცარიაში, KEK-ი და J-PARC-ი იაპონიაში, Fermilab-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იულიხის კვლევითი ცენტრი გერმანიაში და ა.შ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, თანამშრომლობა გააღრმავოს თურქმენეთის წამყვან უნივერსიტეტებთან, როგორც ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მიმართულებით, როგორც საინჟინრო-ტექნიკურ და ტექნოლოგიურ, ასევე, ჰუმანიტარულ დარგებში. გარდა ამისა, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თურქმენ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპული სტანდარტის შესაბამის განათლებას მიიღებენ, ექნებათ წვდომა თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურასთან და შესაძლებლობა, გამოიმუშაონ პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები უახლესი აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებში. დარწმუნებული ვართ, საქართველოსა და თურქმენეთს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია მომავალში გაცილებით ღრმა და მრავალმხრივი გახდება“, - აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

ელჩმა, დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა ქართულ მხარეს თურქმენეთში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების, ასევე, თურქმენეთის უნივერსიტეტების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ელჩმა საგანმანათლებლო სფეროში ორი ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და რექტორს საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებში თურქმენეთის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და საქართველოში თურქმენეთის ელჩმა ურთიერთობების მრავალმხრივი გაღრმავებისთვის სრული მზაობა გამოთქვეს.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ თურქმენეთის ელჩმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში დაცული რარიტეტული კოლექციები დაათვალიერა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო