საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა „საქართველოს ბანკის“ გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიური“-დან „სტაბილური“-თ შეცვალა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა „საქართველოს ბანკის“ გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგი Ba2-ზე დაადასტურა, ხოლო „ნეგატიური“ მოლოდინი „სტაბილური“-თ შეცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„Moody’s-მა საბაზისო საკრედიტო შეფასება და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA) and Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2-ზე აწია, ასევე გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk Assessment) Ba2(cr)-დან Ba1(cr)-მდე გააუმჯობესა.

აღნიშნული ცვლილებები გამყარებულია ბანკის ეკონომიკური ციკლებისადმი გამძლეობის, გაუმჯობესებული მომგებიანობის და მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით, რაც არსებულ რისკებს აბალანსებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს