პარლამენტმა „გირჩის“ ინიციატივით „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით უყარა კენჭი - გადაწყვეტილება 82 ხმით, 14-ის წინააღმდეგ მიიღეს

პარლამენტმა ხმაურიანი განხილვის ბოლოს, "გირჩის" ინიციატივით "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით უყარა კენჭი.

გადაწყვეტილება 82 ხმით, 14-ის წინააღმდეგ მიიღეს.

სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე მომზადებული პროექტი მესამე მოსმენით სესიაზე დღესვე გავა და საბოლოოდ დამტკიცდება.

პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, "საარჩევნო კოდექსში" სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა