შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის კაბინეტებიდან გვეუბნებიან ხოლმე - ქართველებო, ჩაატარეთ „ვეტინგი“, რადგან თქვენი კონტექსტი ვიცით და აღმოჩნდა, კონტექსტი კი არა, ისიც არ იცოდნენ, რომ მაგიდასთან სისხლის სამართლის დამნაშავე ადეიშვილი ეჯდათ

ზოგადად, იმედგამაცრუებელია, რომ კონფერენციაზე, რომლის თანაორგანიზატორი იყო ევროპული კომისია, სტუმრების რანგში სისხლის სამართლის დამნაშავე ვნახეთ და ამ კრიმინალის გვერდით ისხდნენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, ეს რა თქმა უნდა ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირთან ვიზიარებთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ ზურაბ ადეიშვილი დააკავონ და საქართველოს გადმოსცენ.

„მათ უნდა სცოდნოდათ ვის იწვევდნენ და ვინ არის მოწვეულთა სიაში და როდესაც კრიმინალები არიან მოწვეულთა სიაში და იქ მართლმსაჯულებაზე საუბრობენ, რა თქმა უნდა, ვერ დავიჯერებთ ასეთი მსჯელობის გულწრფელობას. ჩვენ ბრიუსელის იგივე კაბინეტებიდან გვეუბნებიან ხოლმე, რომ ქართველებო, შემოიღეთ კვალიფიციური უმრავლესობა, ქართველებო, ჩაატარეთ „ვეტინგი“, მართალია ევროკავშირში არცერთი ქვეყანა არც კი იფიქრებს, რომ უცხოელებს დაანიშვნინოს საკუთარი მოსამართლეები, მაგრამ ჩვენ თქვენი კონტექსტი ვიცით და ამიტომ გააკეთეთ „ვეტინგი“. ეს ხალხი, ამ კაბინეტებიდან გვესაუბრებიან ამ ტერმინოლოგიით, რომ უცხოელებმა ჩვენი კონტექსტი იციან კარგად. რა აღმოჩნდა, რომ კონტექსტი კი არა, ისიც კი არ იცოდნენ, რომ მაგიდის გადასწვრივ სისხლის სამართლის დამნაშავე ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ. თან როგორი დამნაშავე, რომელმაც წამების სისტემა შექმნა და შექმნა სახელისუფლებო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაზე და წამებაზეა დამყარებული. ამის შემდეგ, როდესაც იგივე კაბინეტებში გვეტყვიან, რომ თქვენი კონტექსტი ვიცით და ამიტომ ეს გააკეთეთო, ჩვენ ხომ ვეტყვით, როგორ იცით ჩვენი კონტექსტი როდესაც ისიც არ იცით ზურაბ ადეიშვილი ვინ არის და რას ნიშნავს ის ქართული კონტექსტისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ