22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს

ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს.

„ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ნაბიჯები შესრულდებოდა. “უცხოურ აგენტებზე” შემოთავაზებული კანონი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი, ამ ნაბიჯებიდან როგორც მინიმუმ ორს არღვევს: მე-9 ნაბიჯს, რომელიც მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად უნდა მოქმედებდეს, და ჩართული იყოს საკანონმდებლო და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, და 1-ელ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ მოუწოდებს.

“უცხოურ აგენტებზე” ან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება, და საქართველოს ევროკავშირის წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის მედიის, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე ევროკავშირის პრაქტიკებს გაყვეს, და არა რუსეთის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის კონტროლს, რეპრესირებას და საბოლოო ჯამში დაშლას ისახავენ მიზნად…

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ევროკომისიას მონიტორინგი მოახდინოს საქართველოს ოფიციალური პირების ასეთი გადაწყვეტილებები შეესაბამება თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად მოახდინოს შეფასება. ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ ფაქტს, რომ ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესიული პროცესების შემთხვევაში ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს,” - წერია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, ანდრიუს კუბილიუსი, კარინ კარლსბრო, ფრანსუა თიოლე, კატალინ ჩე, ანა ჯულია დონათი, ანდრეი კოვაჩევი, ჰილდე ვაუტმანსი, მიჰაელა შოიდროვა, მაიკლ გალერი, რეინჰარდ ბუტიკოფერი, რამონა სტრუგარიუ, იოზეფ მიჰალი, მარეკ პაველ ბალტი, რასა იუკნევიჩიენე, ატილა არა-კოვაჩი, ნაჩო სანჩეზ ამორი და ისაბელ სანტოსი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე