გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერი - დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება

დაკარგავს თუ არა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირის სახელმწიფოებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა განაცხადა.

„გასულ წელს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათიათასობით წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის გაპროტესტების შედეგად, იგი დღის წესრიგიდან ამოიღეს. პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოში, რომელმაც გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების ისტორიული შანსი მიიღო, მათ ამის შესახებ იციან“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სებასტიან ფიშერმა.

კითხვაზე, დაკარგავს თუ არა საქართველო ამ შანსს, თუ კანონის მიღება მოხდება, ფიშერმა აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა