კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა „ძალიან მძიმეა”

თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება.

„აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დაიწყო ძიება და ყველა შესაბამის სამსახური მუშაობს ადგილზე. ვიცი, რომ ოთხი ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ. ამ ეტაპზე მიზეზი უცნობია. სასროლეთში მოხდა აფეთქება თუ შენობის სხვა სართულზე, ვერ გეტყვით“,-განაცხადა ლაბუჩიძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი მოქალაქე. ჯერჯერობით, აფეთქების მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და პოლიცია.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა