გიგი წერეთელი - 9 აპრილს, კონსოლიდაციამ აჩვენა, რომ თუკი ერშია მუხტი, მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება - ეს დღე უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ ბრძოლა არ შეწყდეს

ყველას კარგად გვახსოვს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თუ რა ძალიან დიდი თავგანწირვის, თავდადების, მსხვერპლის ფასად მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება. დღეს ვიხსენებთ ამ ადამიანებს და ამავე დროს, ჩვენი ისტორიისთვის ამ ძალიან მძიმე დღეს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა 9 აპრილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 9 აპრილი ყოველთვის უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ ბრძოლა არ შეწყდეს, სანამ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ექმნება საფრთხე.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა, შეიძლება ისტორიისთვის არც ისე დიდი, მაგრამ 35 წელი, ყველას კარგად გვახსოვს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, თუ რა ძალიან დიდი თავგანწირვის, თავდადების, მსხვერპლის ფასად მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება. დღეს ვიხსენებთ ამ ადამიანებს და ამავე დროს, ჩვენი ისტორიისთვის ამ ძალიან მძიმე, მაგრამ ძალიან საამაყო დღეს, როცა კონსოლიდაციამ აჩვენა, რომ არავითარი ძალა არ არსებობს, თუკი ხალხის გადაწყვეტილებაა, თუკი ერშია მუხტი, მის დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი არის მუდმივი. ეს "9 აპრილი" ყოველთვის უნდა გვაძლევდეს სტიმულს, რომ ბრძოლა არ შეწყდეს, სანამ ეს საფრთხეები იქნება და სანამ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას ექნება მსგავსი საფრთხე, როგორიც თუნდაც დღეს აქვს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ მათი, ვინც თავი გაწირა იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ბედნიერი მომავალი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში