მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას - შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების გამო, ის ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას არ ელოდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ მაინც ვიღაცამ ამის გამო ქვეყნისთვის სანქციების დაწესება განიხილა, ეს იქნება უსამართლობა.

მისივე თქმით, წარმოუდგენელი უსამართლობაა გააკრიტიკო სხვა პატარა ქვეყანა იმისთვის, რაც შენს ქვეყანაში მისაღებია.

„ნამდვილად არ ველოდები არანაირ სანქციას, იმიტომ, რომ შეუძლებელია სანქცია იმ ქვეყნიდან, რომელ ქვეყანაშიც უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს ამ მიმართულებით. თუ ეს ვიღაცამ თეორიულად მაინც განიხილა, ეს იქნება წარმოუდგენელი უსამართლობა. რადგან იმ ქვეყანაში, სადაც ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკაცრი კანონია, იმავესთვის სხვას სანქცია დაუწესოს წარმოუდგენელია, რომ ამას ვინმე დაუშვებს. წარმოუდგენელია, ვინმემ იფიქროს, რომ ახლა ჩვენს ქვეყანაში რაც მოქმედებს, ის თუ პატარა ქვეყანამ გააკეთა და იკადრა იგივე, თუნდაც უფრო ლოიალური ფორმით, ჩვენ ამისთვის სანქცია დავუწესოთ, ასეთი უსამართლობა წარმოუდგენელია.

ჩვენ ვისმენთ მწვავე კრიტიკას, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ცალკეული წარმომადგენლებისგან, მათ შორის ოფიციალურ დონეზეც. ერთადერთი განსხვავება შარშანდლისგან არის ის, რომ ისინი აღარ ეძახიან რუსულს, ყველა მიხვდა, რომ ეს არის საუკუნის აფიორა. ამის შედარება, რაც დავაინიცირეთ, რუსულთან არის წარმოუდგენელი თაღლითობა. ჩვენი პარტნიორებიც დარწმუნდნენ, რომ ამას რუსული არ უნდა დაუძახონ. რამდენი დღეა დაინიცირებულია და კომუნიკაციაში სიტყვა "რუსული" გაქრა, მაგრამ ვისმენთ მწვავე კრიტიკას, რაც ჩვენი შეფასებით არის წარმოუდგენელი უსამართლობა, როგორიც იყო კანდიდატის სტატუსის არ მოცემა თავის დროს. შემდეგ ამისთვის ვიბრძოლეთ, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მარტივად ჩვენთან არაფერი მოდის. ამ ქვეყნისთვის, როგორც ჩანს, არაფერი იქნება მარტივად. არც დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერება, არც სუვერენიტეტის ხარისხის გაძლიერება და დიდი ბრძოლითა და დისკუსიებით უნდა მოვიპოვოთ ის, რაც გვეკუთვნის. ჩვენ გვეკუთვნის უფლება დიდ ქვეყნებს თუ გააჩნიათ ანალოგიური და მსგავსი კანონები, ჩვენც შეგვიძლია ასეთი კანონი მივიღოთ და წარმოუდგენელი უსამართლობაა გააკრიტიკო სხვა პატარა ქვეყანა იმისთვის, რაც შენს ქვეყანაში მისაღებია", - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა