ლევან ხაბეიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მკაფიოდ აჩვენებს, რომ დიახ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის უმრავლესობის წევრებს პრობლემები ექნებათ!

სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ასეთი მკაფიო განცხადება მკაფიოდ აჩვენებს, რომ დიახ, პრობლემები ექნებათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის უმრავლესობის წევრებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის განმარტებით, ქართველი ხალხი ხელისუფლებას აუცილებლად შეცვლის.

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ქართველი ხალხისთვის გამოსავალი იმიტომ, რომ ისინი აზიანებენ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და მათი დასანქცირება ვერ იქნება საკომპენსაციო ქართველი ხალხისთვის. კომპენსაცია იქნება, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება და ამას ქართველი ხალხი წელს აუცილებლად გააკეთებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი არის რუსული და ამის თაობაზე საუბრობს საქართველოს დასავლელი პარტნიორების 100%.

„ყველა საუბრობს იმაზე, რომ ეს არის შემაფერხებელი საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ამიტომ, ეს არის ცალსახად რუსული კანონი და ეს კარგად ესმით, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, „თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მიიღებენ, ის ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს“. მისი განმარტებით, ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ კანონპროექტია და არა ამოქმედებული კანონი. „ამიტომ, რაც შეეხება პოტენციურ შედეგებს ან რაიმე პოტენციურ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება გადავდგათ, ნამდვილად არ მსურს მათი წინასწარ განხილვა“, - დასძინა მილერმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში