გია ვოლსკი ოპონენტებს - ის მაინც აუხსენით ხალხს, რას მალავთ, რისი გამჟღავნება არ გინდათ, რა არის ისეთი პროგრამა რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ისედაც დაცემულ ავტორიტეტს, რატომ არ გსურთ დეკლარაციების გასაჯაროება

პოლიტიკური ოპოზიციის გარვეული ნაწილი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების ჯგუფთან ერთად, აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში უარი თქვეს გამჭვირვალეობის კანონზე და ხალხს მიტინგზე უხმობენ, რათა დაუპირისპირდნენ საქართველოში იგივე სტანდარტის დანერგვას!, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლსკი იხსენებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, დუბრავკა შუიცას ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც შუიცა უცხოური ჩარევის შეზღუდვის შესახებ საუბრობს და აცხადებს: “ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაფინანსდეს მესამე მხარის ან მესამე ქვეყნების მიერ და გვინდა ვიცოდეთ ვინ, სად და რა მოცულობით აფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს”.

“პოლიტიკური ოპოზიციის გარვეული ნაწილი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერების ჯგუფთან ერთად, აი ახლა, ამ წუთებში აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპაში უარი თქვეს გამჭვირვალეობის კანონზე და ხალხს მიტინგზე უხმობენ, რათა დაუპირისპირდნენ საქართველოში იგივე სტანდარტის დანერგვას! ის მაინც აუხსენით ხალხს რას მალავთ, რისი გამჟღავნება არ გინდათ, რა არის ისეთი პროგრამა რაც საფრთხეს შეუქმნის თქვენს ისედაც დაცემულ ავტორიტეტს, რატომ არ გსურთ დეკლარაციების გასაჯაროვება.

თანაც, სწორედ დღეს გამოაცხადა სტრასბურგის სასამართლომ ქართული მხარის, დღევანდელი ხელისუფლების, მორიგი გამარჯვება განგრძობითი ოკუპაციის საკითხზე!”, - წერს გია ვოლსკი, რომლის განცხადებასაც "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება