სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით, დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დადგენილი ჯარიმების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან.

„რამდენიმე წლის წინ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500, იურიდიული პირის შემთხვევაში - 1 000 ლარის, ხოლო განმეორებითი ქმედების შემთხვევაში - 2 000 ლარის ოდენობით. ეს ცვლილება უკვე რამდენიმე წელია მოქმედია, თუმცა, რეალობას თუ შევხედავთ, ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ალბათ ძალიან ბევრს შეუნიშნავს დედაქალაქში სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული დიდი სატვირთო მანქანები, რომლებიც აბინძურებენ ქუჩას, გამოაქვთ ტალახი. ეს ყველაფერი შემდეგ მტვრად გადაიქცევა, ამას კი სუნთქავენ ჩვენი შვილები, მოქალაქეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე კახა გულედანს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს სამშენებლო ობიექტებიდან გამოსული ავტომანქანების მდგომარეობა და არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

„სამშენებლო ობიექტებს აქვთ ვალდებულება, გამოსვლის დროს, ავტომანქანები სამშენებლო მოედანზე ჩამორეცხონ. არ უნდა ფიქსირდებოდეს დიდი მანქანების მიერ ქუჩების დაბინძურების შემთხვევები. ამ მხრივ, უამრავი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. ასევე, პრობლემაა ბეტონ გადამზიდი მანქანები. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ახლად რეაბილიტირებული ქუჩა ზიანდება. მსგავსი ფაქტი ამასწინათ უნივერსიტეტის ქუჩაზეც მოხდა. ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია, ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული გავხადოთ, ამ პროცესში კი ყველა ადამიანს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მინდა, ჩემს მოადგილეს, კახა გულედანს დავავალო, ყურადღება მიაქციოთ აღნიშნულ საკითხს. სასწრაფოდ დაიწყეთ მუშაობა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ