კომიტეტმა „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო ინიციატივაზე დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა და საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემდგენლობა განსაზღვრა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივაზე დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა და საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემდგენლობა განსაზღვრა.

კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები: - მამუკა მდინარაძე, რატი იონათამიშვილი, გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, სალომე ქურასბედიანი, თენგიზ შარმანაშვილი, სოზარ სუბარი, ფრიდონ ინჯია, ალექსანდრე ელისაშვილი, შალვა კერესელიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე.

კომისიას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ, ერთი თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო პროექტზე მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით ქვეყნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრები უნდა გამართოს. აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის თანახმად, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი დეპუტატები უნდა შეადგენდნენ, თუმცა თუ აღნიშნული წესით კომისიის დაკომპლექტება შეუძლებელია, პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის.

“ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლი კორექტირდება, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა