მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

- ბატონო მირიან, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირა, ორშაბათიდან მის განხილვას იურიდიული კომიტეტი დაიწყებს.

თუ ამ საკითხზე მმართველი გუნდის რიტორიკას და მცდელობას, მხედველობაში მაქვს ამავე თემაზე მსჯელობები, ცხადად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონის მისაღებად სერიოზულადაა განწყობილი.

ხელისუფლება აგრძელებს მტკიცებას რომ კანონი რუსული“ არაა, ევროპულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორებმა ევროკავშირმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროპის საბჭომ, ევროპარლამენტის 22 დეპუტატმა, ევროკავშირის 12 პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა და ასევე ნატოს გენმდივანმა შემაშფოთებელიც კი უწოდეს „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას.

შემაშფოთებელი იმ თვალსაზრისით, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა.

სავარაუდოდ, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე?

- მოდით, დავაზუსტოთ და თავი დავანებოთ პოლიტიკურ კეკლუცობას და „ქართული ოცნების“ ნებაზე საუბარს. უპრიანი იქნება ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - ამ კანონზე ხელახლა საუბრის დაწყება არის ბიძინა ივანიშვილის ნება. ივანიშვილი იმიტომაც დაბრუნდა პოლიტიკაში რომ, როგორც ჩანს, თავად სურს ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიულ ნაბიჯებს მისი სახელი ეწოდოს და ასე იქნას ეს მიწოდებული როგორც რეგიონულ, ისე გლობალური ელიტებისთვის.

თუ ამაზე თავიდანვე არ ვთქვით, გაგვიჭირდება სწორი ანალიზის გაკეთება. ანუ რეალობის შესაცნობად კითხვა ასე უნდა დაისვას - რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს ბიძინა ივანიშვილს. რომელმაც მაგიდაზე დააბრუნა ის კანონპროექტი, რომლის უკან წაღებაზე საქართველოს ხელისუფლებამ ვალდებულება დასავლეთის წინაშე შარშან აიღო.

მოდით, დავაზუსტოთ და თავი დავანებოთ პოლიტიკურ კეკლუცობას და „ქართული ოცნების“ ნებაზე საუბარს. უპრიანი იქნება ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - ამ კანონზე ხელახლა საუბრის დაწყება არის ბიძინა ივანიშვილის ნება... როგორც ჩანს, მას თავად სურს ხელისუფლების მხრიდან სტრატეგიულ ნაბიჯებს მისი სახელი ეწოდოს და ასე იქნას ეს მიწოდებული როგორც რეგიონულ, ისე გლობალური ელიტებისთვის

აქ შეიძლება არსებობდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე მოტივი. ვფიქრობ, პირველ რიგში და ყველაზე მეტად ივანიშვილი დაძაბა თურქეთში ჩატარებულმა ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე მან დაინახა, რომ ანგლოსაქსურმა ელიტამ თურქეთში სრულად გამოიყენა თავისი რესურსები, მათ შორის ფინანსური და პროპაგანდისტული მედია რესურსები რომ არჩევნების საბოლოო შედეგი ისეთი ყოფილიყო, როგორიც საბოლოოდ დადგა.

- ეს პროცესი თურქეთში მანამდე იყო დაწყებული, თან ამ კანონის პარლამენტში ხელმეორედ შეტანაზეც მმართველმა გუნდმა კარგა ხნის წინ დაიწყო საუბარი...

- თურქეთის საშინაო პოლიტიკაში იმდენად იყო ჩართული ევრო-ატლანტური ელიტა, რომ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო. მე წინასაარჩევნო პერიოდზე გეუბნებით. მხედველობაში მაქვს მათი აქტიურობა თურქეთის პოლიტიკურ სივრცეში.

საუბარია თურქეთის არჩევნებში ერდოღანის ნეიოსმასტური პროექტის დამარცხებაზე, რომელიც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

საგულისხმო გარემოება გახლავთ ის, რომ ივანიშვილმა ამ კანონის ინიციირებას დაუმთხვია საჯარო რეესტრის მიერ „ალტინფოს,“ რეგისტრაციის შეწყვეტა. ამ ფაქტობრივად ანტირუსული ნაბიჯით ივანიშვილმა დასავლეთს ეპისტოლე გაუგზავნა, რომ წინასაარჩევნო გავლენებისთვის ბრძოლაში ოპონენტად იგი მხოლოდ დასავლეთს არ მოიაზრებს და საგარეო კონტურზე რუსეთისკენ მანევრს არ გეგმავს.

ივანიშვილმა ამ კანონის ინიციირებას დაუმთხვია საჯარო რეესტრის მიერ „ალტინფოს,“ რეგისტრაციის შეწყვეტა. ამ ფაქტობრივად ანტირუსული ნაბიჯით ივანიშვილმა დასავლეთს ეპისტოლე გაუგზავნა, რომ წინასაარჩევნო გავლენებისთვის ბრძოლაში ოპონენტად იგი მხოლოდ დასავლეთს არ მოიაზრებს და საგარეო კონტურზე რუსეთისკენ მანევრს არ გეგმავს

- თუ თქვენს ამ არგუმენტს მივიღებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რასაც აქამდე „ალტინფო“ აცხადებდა, ახლა საუბრობს არა „ქართული ოცნების“ ნაწილი - „ხალხის ძალა“, არამედ საუბრობენ თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები...

საქმე კიდევ იმაშია, რომ „ალტინფოს“ დაფინანსების წყაროებზე ხელისუფლებას არასდროს არაფერი არ უთქვამს, თუმცა, ამაზე კითხვები საკმაოდ ბევრიც კი იყო...

- გეთანხმებით, მე უბრალოდ პრობლემას ვაჩენ იმ კუთხით, რასაც ჰქვია დასავლეთისათვის ივანიშვილის მესიჯები. ამ თვალსაზრსით დასავლეთმა ივანიშვილისგან მიიღო მესიჯი, რომ იგი პრორუსულ ჯგუფებს არ ახარებს საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ნაბიჯების გადადგმა კანონის მიღების ფონზე შემთხვევითი არ უნდა იყოს.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ივანიშვილი პრორუსული პოლიტიკური ჯგუფებთან მიმართებაში კონკრეტულ შემზღუდავ ნაბიჯებს დგამს დასავლეთის დასანახად. მე ივანიშვილის ადვოკატი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ ეს ფაქტები ანალიზისთვის მოვიხმო.

დასავლეთმა ივანიშვილისგან მიიღო მესიჯი, რომ იგი პრორუსულ ჯგუფებს არ ახარებს საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ნაბიჯების გადადგმა კანონის მიღების ფონზე შემთხვევითი არ უნდა იყოს

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილი, კარგად თუ ცუდად ყოველთვის ცდილობს რუსეთის დაწყნარებას. ეს ჩვენ მოგვწონს თუ არა, ფაქტია. ივანიშვილის ადგილზე სხვაც რომ იყოს, ისიც იძულებული იქნება რაღაც მსგავსი ნაბიჯები გადადგას.

რატომ? იმიტომ, რომ რუსეთს ფაქტობრივად ხელიდან გამოეცალა ფაქტობრივად მთელი კავკასია. ეს არის ის, რის გამოც ცდილობს ივანიშვილი რუსეთის დაწყნარებას. რუსეთის ხელისუფლება საჯაროდ არ იმჩნევს, მაგრამ, სამხრეთ კავკასიის ფაქტობრივ დაკარგვაზე მოსკოვს საკმაოდ მძაფრი რეაქციები აქვს.

ჩრდილოეთ კავკასია ფაქტობრივად განერიდა ომს უკრაინაში. მობილიზაცია ყველგან ჩავარდა. ცხადია ამ პროცესის ჩავარდნის უკან ადგილობრივი ელიტები დგანან. საუბარია არა მხოლოდ დაღესტანსა და ჩეჩნეთზე, არამედ ყაბარდო-ბალყარეთზე, ყარაჩაი-ჩერქეზეთზე და ინგუშეთზე და ასე შემდეგ. კადიროვი დღეს ფაქტობრივად შეიარაღებული განდგომილი ლიდერის როლშია. იგივე ითქმის დაღესტნელებზეც.

ივანიშვილი, კარგად თუ ცუდად ყოველთვის ცდილობს რუსეთის დაწყნარებას. ეს ჩვენ მოგვწონს თუ არა, ფაქტია. ივანიშვილის ადგილზე სხვაც რომ იყოს, ისიც იძულებული იქნება რაღაც მსგავსი ნაბიჯები გადადგას

ამას წინათ, როდესაც პუტინი იყო ჩასული საუდის არაბეთში ვიზიტად, მას დელეგაციაში წაყვანილი ჰყავდა „ლუკიოლის“ პრეზიდენტი ალეკფეროვი, რომელიც საუდის არაბეთის პრინცის ბილ სალმანის სასახლეში იმის გამო არ შეუშვეს, რომ იგი დასანქცირებულია. ამის გამო წარმოუდგენელი სკანდალი იყო იმის გამო, რომ საუდის არაბეთის ელიტამ არ მოინდომა დასანქცირებულ ადამიანთან საქმიანი შეხვედრის საჯაროდ ორგანიზება.

მაგრამ ამ შეხვედრაზე კიდევ უფრო საინტერესო რამ მოხდა. როგორც ირანული წყაროები ამბობენ, პუტინმა საუდის არაბეთის პრინცს კადიროვზე მინიშნებებით უთხრა, - „მან უკანალის თამაშს თავი დაანებოს, თორემ ტაქტიკური ატომური იარაღის სამოქალაქო ომში აკრძალვა, არც ერთ საერთაშორისო დოკუმენტში არ წერიაო.“ ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორ დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფება ახლა რუსეთის ხელმძღვანელობა. ვფიქრობ, ამას უკავშირდება რუსეთის მიმართ ივანიშვილის გაკეთებული ჟესტები.

რაც შეეხება იმას, რომ თუ საქართველო კანონს მიიღებს, საქართველო უარს იტყვის ევროპულ კურსზე. ეს განუხორციელებელი რამაა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმიტომ კი არ მისცეს, რომ ეს ჩვენ გვინდა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ევროპის ელიტას უნდა საქართველოს თავის სივრცეში მიღება. ამიტომ ვართ ევროპასთან ინტეგრაციის ზღურბლზე.

აბა ჩვენ 30 წელი გვინდოდა, მაგრამ არავინ ყური არ გაიბერტყა. დღეს დასავლეთს უნდა საქართველოს ევროინტეგრაცია და არა მგონია ივანიშვილი კონსოლიდირებული დასავლეთის წინააღმდეგ სერიოზულ კონფრონტაციაზე წავიდეს.

დღეს დასავლეთს უნდა საქართველოს ევროინტეგრაცია და არა მგონია ივანიშვილი კონსოლიდირებული დასავლეთის წინააღმდეგ სერიოზულ კონფრონტაციაზე წავიდეს

- უკაცრავად, მაგრამ გავიმეორებ - ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ერთმნიშვნელოვნად გვითხრეს თუ კანონი იქნა მიღებული, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირთან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყება. მეტიც, კანონის მიღება იქნება არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი.

თქვენ არ თვლით, რომ კანონის მიღება საქართველოს ევროპული საგარეო კურსისთვის სახიფათო ნაბიჯი იქნება?

- ამ თემაზე ჩემს შეფასებას, მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე მოგახსენებთ. ფაქტია, რომ კანონს ხელისუფლება უკან უკვე ვეღარ წაიღებს, რადგან ასე რომ მოხდეს, ეს უკვე სასაცილო გახდება. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას არ ეგონა, რომ დასავლეთიდან ასეთი მძაფრი რეაქცია ექნებოდა.

ჩემი აზრით, მოვლენები სავარაუდოდ, ასე განვითარდება - ხელისუფლება შეეცდება მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასავლეთის ინტერესი და ამ კანონს გამოაცალოს ის სიმწვავე, რაზეც მახვილდება ყურადღება. ანუ, კანონი იქნება, მაგრამ, მას არ ექნება ისეთი არსი, რაზეც საუბრობენ.

მოვლენები სავარაუდოდ, ასე განვითარდება - ხელისუფლება შეეცდება მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასავლეთის ინტერესი და ამ კანონს გამოაცალოს ის სიმწვავე, რაზეც მახვილდება ყურადღება. ანუ, კანონი იქნება, მაგრამ, მას არ ექნება ისეთი არსი, რაზეც საუბრობენ

სავარაუდოდ, შემიძლია ვთქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში შემოდგომაზე საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი არ შეეშლება

შეიძლება ითქვას, რომ ამ კანონზე დასავლეთის რეაქცია არ იყო საყოველთაოდ მწვავე. მხოლოდ ევროპარლამენტისგან იყო მძაფრი რეაქცია. თუ კანონზე რეაქცია დასავლეთის ელიტებისგან კიდევ უფრო მწვავე გახდება, ამ კანონს „ქართული ოცნება“ საერთოდ არ მიიღებს. თუ არა ა ხელისუფლება სავარაუდოდ, ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, როგორც გითხარით. სავარაუდოდ, შემიძლია ვთქვა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში შემოდგომაზე საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი არ შეეშლება.

რუსეთის გავლენებიდან კავკასიის ამოღება გახლავთ ევრო-ამერიკული ელიტების ფუნდამენტური გადაწყვეტილება... მიზანი მკაფიოა შავი ზღვის აკვაორია სამხრეთ კავკასიის დარად თავისუფალი უნდა იყოს რუსეთის სამხედრო პოლიტიკური გავლენებიდან

- ამას წინათ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „ხელისუფლება ყველა რისკები აქვს გათვლილი“. სავარაუდოდ, რა რისკებზეა საუბარი?

- არ ვიცი პრემიერი რა რისკებზე საუბრობდა. შესაძლოა, ივანიშვილმა პრემიერის პირით გვითხრა, რომ მას რისკები დათვლილი აქვს.

რისკი შესაძლოა იყოს ერთადერთი - აფერხებს თუ არა კანონი ევროინტეგრაციის ტემპს. ასეთი რამ შესაძლოა აფერხებდეს ევროინტეგრაციის ტემპს და არა თავად ევროინტეგრაციას. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ევროინტეგრაცია არის გარდაუვალი.

რუსეთის გავლენებიდან კავკასიის ამოღება გახლავთ ევრო-ამერიკული ელიტების ფუნდამენტური გადაწყვეტილება. უკრაინაში მიმდინარე ომი სწორედ ამიტომაა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტიც სწორედ ამიტომ ნადგურდება. მიზანი მკაფიოა შავი ზღვის აკვაორია სამხრეთ კავკასიის დარად თავისუფალი უნდა იყოს რუსეთის სამხედრო პოლიტიკური გავლენებიდან.

რუსებიც თუ შევიტყუეთ ამ დამამშვიდებელი რიტორიკაში და ჩვენ სამხედრო პოტენციალსაც არაფერი ევნო, მაშინ ეს საუცხოო კომბინაცია იქნება

- თუ თქვენი მსჯელობიდან სწორად მივხდი - კანონის მიღების შემთხვევაში არ იქნება იმის რისკი, რომ საქართველო „ბელორუსიზაციისკენ“ გადადგამს ნაბიჯებს?

- საქართველოს „ბელორუსიზაცია“ შეუძლებელია. ეს ასეა, ეს ვინმეს უნდა თუ არ უნდა.

საქართველოს საზოგადოება გაცილებით ევროპეიზებულია, ვიდრე ბელორუსის მოსახლეობა, რომლის დიდი ნაწილი თავს დამოუკიდებელ ერადაც არ თვლის. ეს ისევე განუხორციელებელია როგორც საქართველოს ირანიზაცია.

- უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამ თემაზე განაცხადა - „არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია და პირი, რომლის პოზიციასაც გავიზიარებთ“.

როდესაც სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალეობის აუცილებლობაზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი, ხელისუფლების ერთმა შტომ, კერძოდ მართლმსაჯულების სისტემამ სასამართლოს გადაწყვეტილებით ფაქტობრივად აიღო „ინდულგენცია გაუმჭირვალეობაზე.“

ამას წინ უძღოდა აღმასრულებელი ხელისუფლების გამოსარჩლება მოსამართლეებზე. ვგულისხმობ იმას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უარი თქვა მოსამართლეებს გაევლოთ „ტესტი კეთილსინდისიერებაზე“. თუ სწორად საუბარია 300-მდე მოსამართლეებზე. მცირე გამონაკლისის გარდა, მათ ამ პროცესზე თავად თქვეს უარი.

არადა, გვახსოვს, ამგვარი მოთხოვნა ერთ-ერთი იყო ევროკომისიის. თქვენ როგორ აღიქვით უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ზემოხსენებული გამონათქვამი ?

- მართალი გითხრათ, მდინარაძის ეს განცხადება ვერ გავიგე. თუ საუბარია იმაზე, რომ „ჩვენ“ დასავლელი პარტნიორების აზრი არ გვაინტერესებს, მაშინ ეს ცარიელი დეკლარაციაა, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმშია დასავლელ პარტნიორებთან.

საუბარია არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობასა და კონსულტაციებზე, არამედ ფინანსურ საკითხებზეც ურთიერთობასა და კონსულტაციებზე.

- რადგან ბრძანეთ, რომ ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან მუდმივი ურთიერთობის რეჟიმშია, გამახსენდა, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.

სპეციალისტების მტკიცებით, თუ ვაზიანის ბაზასთან ახლოს, რომლის სამხედრო ინფრასტრუქტურის გამართვა-გაძლიერებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო აეროპორტი აშენდა, ფაქტობრივად დედაქალაქი სამხედრო თვალსაზრისით დაუცველი დარჩება.

გარდა ამისა, ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, რომლის უმნიშვნელოვანეს სამხედრო ფორპოსტთან საერთაშორისო სამოქალაქო აეროპორტი ფუნქციონირებდეს.

თუ ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებში დიალოგშია, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს საკითხი ხელისუფლებას პარტნიორებთან გავლილი აქვს?

- ვაზიანის სამოქალაქო აეროდრომად გადაკეთება, ესეც ფაქტობრივად რუსეთის დამშვიდების ნაწილია. რუსებს აქვს მოტივირებული შიში, ვაზიანი არის სამხედრო ბაზა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მომენტალურად შეიძლება ამერიკელების მიერ იქნას დაკავებული და ანტირუსული მიზნებისთვის გამოყენებული.

იმავდროულად ამ ბაზის სამოქალაქო აეროდრომად გადაკეთება ჩვენ სამხედრო პოტენციალსაც დაამცრობს, მაგრამ ჯერ მხოლოდ სიტყვიერად რადგან დღეს და ხვალ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობა არ დაიწყება. ანუ რუსებიც თუ შევიტყუეთ ამ დამამშვიდებელი რიტორიკაში და ჩვენ სამხედრო პოტენციალსაც არაფერი ევნო, მაშინ ეს საუცხოო კომბინაცია იქნება.

რუსებს სომხეთში დარჩათ ერთი გიუმრის ბაზა, სადაც დღეს 200-მდე ჯარისკაცია, ისიც ადგილობრივი სომეხი და 20-მდე მესაზღვრე დგას ერევნის აეროპორტში. სულ ესაა და ეს. ანუ ამ 220 კაცით აპირებენ იმიერ და ამიერ კავკასიის და შავი ზღვის აკვატორიის კონტროლს?

2025 წლის ბოლოსთვის კი საქართველოში და ამიერკავკასიაში მივიღებთ თვისობრივად ახალი რეალობას. რუსეთიც გაცილებით დასუსტებული იქნება და კიდევ უფრო ნაკლებად ანგარიშგასაწევი.

სამხრეთ კავკასიის ინტეგრაცია კი ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური ისე ღრმად იქნება წასული, რომ ასეთი პროექტები არც არავის გაახსენდება. ანუ მაგ დროისთვის ამ თემას აქტუალობა ექნება დაკარგული.

- ბრძანეთ რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია და რუსეთის პოზიციები რეგიონში შესუსტებულია.

რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციები შესუსტებულია?

- ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში რუსეთს აღარ დარჩა მინიმალური სამხედრო კომპონენტი კი. არადა რუსეთი იმ ტიპის სახელმწიფოა, რომ პოლიტიკური გავლენა უნდა ჰქონდეს მხოლოდ სამხედრო. მოგეხსენებათ სხვა არგუმენტი არ გააჩნია.

დღევანდელი მდგომარეობით შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილიც გაანადგურეს და დარჩენილსაც მალე ჩაუძირავენ. ჩრდილოეთ კავკასია მთლიანად მოშიშვლებულია. რუსებს სომხეთში დარჩათ ერთი გიუმრის ბაზა, სადაც დღეს 200-მდე ჯარისკაცია, ისიც ადგილობრივი სომეხი და 20-მდე მესაზღვრე დგას ერევნის აეროპორტში. სულ ესაა და ეს. ანუ ამ 220 კაცით აპირებენ იმიერ და ამიერ კავკასიის და შავი ზღვის აკვატორიის კონტროლს?

სომხეთმა დასავლეთისგან უკვე მიიღო სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები. ეს ბოლომდე გაფორმებული არ არის, მაგრამ, ამის მიზეზი იყო ის, რომ დასავლეთი ამას არ აკეთებდა თურქეთის ადგილობრივ არჩევნებამდე. უახლოეს 6-8 თვეში ამას ყველაფერს ნათელი მოეფინება

- როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, მოსკოვს ალბათ ახლა ერევნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება აღელვებს ყველაზე მეტად...

- რასაკვირველია, რადგან, სომხეთმა დასავლეთისგან უკვე მიიღო სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები. ეს ბოლომდე გაფორმებული არ არის, მაგრამ, ამის მიზეზი იყო ის, რომ დასავლეთი ამას არ აკეთებდა თურქეთის ადგილობრივ არჩევნებამდე. უახლოეს 6-8 თვეში ამას ყველაფერს ნათელი მოეფინება.

მე რამდენადაც ვიცი, სწორედ ალიევს დაუქნიეს თითი სერიოზულად და ამიტომაა, რომ გაჩერებულია. აზერბაიჯანის არმიას ბრძანება ჰქონდა მიღებული ზანგეზური კორიდორის დასაკავებლად, მაგრამ საპასუხო მუქარების შემდეგ მხნეობა აშკარად წაერთვათ

გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საკმაოდ შორსაა წასული აზერბაიჯანის „მორჯულების“ გეგმები. ალიევს დაემუქრნენ სომხეთის ფრონტის ხაზზე ქურთების გამოჩენით., რაც მკვეთრად შეცვლის სამხედრო ბალანს აზერბაიჯანის საზიანოდ.

როგორც ამბობენ, მიღწეულია შეთანხმება, რომ ერაყელი ქურთები სომხეთში ირანის გავლით მოხვდებიან. ტრანზიტს თაობს ირანი ხოლო ოპერაციის დაფინანსება საუდის ხელისუფლებამ იკისრაა. ანუ აზერბაიჯანისა და თურქეთის კავკასიაში გაძლიერება მარტო საქართველოს და დასავლეთს არ ძაბავს. ეს რეგიონში არავის ინტერესში არ შედის.

- მიუხედავად ამისა ილხამ ალიევმა დასავლეთს თითი დაუქნია. მან თქვა - „შეინიშნება დასავლეთის მხრიდან გარკვეული მცდელობა სომხეთისგან შეიქმნას შეიარაღებული ფორპოსტი, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება.“

ბრძანეთ - საქართველო ცდილობს დაამშვიდოს რუსეთი, სომხეთი უკანმოუხედავად გარბის რუსეთისგან, მაგრამ, ახლა აზერბაიჯანი აკეთებს იმგვარ განცხადებებს, რაც რუსეთის სასარგებლოდ აღიქმება.

ასეა, რადგან სომხეთმა აზერბაიჯანს რისი დათმობა შეიძლებოდა, ყველაფერი დათმო, მაგრამ ბაქო არ ისვენებს და ამის გამო არ ფორმდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება.

რადგან საქართველოს რუსეთის დაშოშმინება უწევს, აზერბაიჯანი მოსკოვის სასარგებლო კონკრეტულ განცხადებებს აკეთებს, არც ისე ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ რეგიონში რუსეთის პოზიციები შესუსტებულია?

- ალიევის თითის ქნევა არავის აღელვებს. თან აზერბაიჯანი რუსეთის სასარგებლო განცხადებებს არ აკეთებს. ეს თურქების შეგულიანებით ხდება. თურქეთის პოლიტელიტას ნაკლებად აღელვებდა ყარაბაღის თემა, მათ უნდოდათ ზანგეზურის კორიდორი გაჭრილიყო და თურქეთს ჰქონოდა აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის თურქულ ენოვან ქვეყნებთან სახმელეთო კორიდორით დაკავშირების საშუალება.

ახლანდელი ვითარების, ანუ ზანგეზურის კორიდორის საკითხის თურქეთისათვის სასარგებლოდ არ გადაწყვეტის შემთხვევაში სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გავლენა ფიქციურია და ერდოღანის ნეოოსმანური პროექტები კი განუხორციელებელი.

უფრო მეტიც სანამ ამ კორიდორზე თურქულ-აზერბაიჯანული გავლენა არ ვრცელდება, აზერბაიჯანი სამხედრო-პოლიტიკურ იზოლაციაში რჩება და მისი როლი კავკასიაში კვლავაც დაბალია. შუშასა და ჰანკენდიში აზერბაიჯანის დროშის ფრიალი, შეიძლება აზერბაიჯანელებს სიამოვნებთ, მაგრამ ძალა ბალანზე გავლენას არ ახდენს.

არ ვიცი ილხამ ალიევი თითს ვის უქნევს, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, სწორედ ალიევს დაუქნიეს თითი სერიოზულად და ამიტომაა, რომ გაჩერებულია. აზერბაიჯანის არმიას ბრძანება ჰქონდა მიღებული ზანგეზური კორიდორის დასაკავებლად, მაგრამ საპასუხო მუქარების შემდეგ მხნეობა აშკარად წაერთვათ..

- ამიტომ აყოვნებს ბაქო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას?

- რასაკვირველია. თურქეთის ელიტას და ერდოღანს მაინც აქვ იმედი, რომ აშშ-ში პოლიტიკური დაპირისპირება ისეთ გრადუსს მიაღწევს, რომ არჩევნების პერიოდში მათ სამხრეთ კავკასია დაავიწყდებათ და ამ პერიოდში რაღაცნაირად მოაკვარახჭინებენ თავიანთ საქმეებს.

ჩემი აზრით, ეს ანკარისა და ბაქოს ფუჭი იმედებია, რადგან დიდ მოთამაშეებს სერიოზულად აქვთ აკრეფილი ანტითურქულად და არავინ დაუშვებს თურქულენოვანი ხალხების გაერთიანებას. არც დღეს და არც მომავალში.

ფაქტია, რომ ეს არც ამ ერების ინტერესებშია. ისტორიას ეს ყველაფერი შემორჩება მხოლოდ როგორც ერდოღანის განუხორციელებელი ოცნებები. არც მეტი არც ნაკლები.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ