რუსებმა უკრაინას რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუსეთმა ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქ ხარკოვისა და ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მინიმუმ 10 დარტყმა განახორციელეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაფიქსირდა ელექტროენერგიის გათიშვა, ხარკოვში მეტრომ დროებით მუშაობა შეაჩერა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევსა და ლვოვში, რუსების მიერ გაშვებული დრონების მოსაგერიებლად, საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დაფიქსირდა „კინჟალის“ რაკეტების გაშვება ქალაქების : რივნეს, კიევის, ლვოვის და ლვოვის ოლქის ქალაქ სტრიის მიმართულებით. საჰაერო განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე