კიევზე რუსების თავდასხმის შედეგად უკრაინაში ნიდერლანდების საელჩოს შენობა დაზიანდა

კიევზე რუსების თავდასხმის შედეგად უკრაინაში ნიდერლანდების საელჩოს შენობა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„უკრაინაში ნიდერლანდების საელჩოს მცირე ზიანი მიადგა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, უცხოელ დიპლომატებზე რუსეთის თავდასხმები მკაცრად დაგმოს. პუტინის ტერორს მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს“, - წერს სიბიგა X-ზე.
კიევში ნიდერლანდების საელჩოს დაზიანებას გამოეხმაურა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომ ბერენდსენი.
„დღეს, კიევში ნიდერლანდების საელჩოს უკან ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ჩვენი კოლეგები არ დაშავებულან, თუმცა შენობას მცირე ზიანი მიადგა. ვიძიებთ, თუ რა მოხდა ზუსტად“, - აცხადებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.

























