ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას დამატებით F-16-ის ტიპის 40 ავიაგამანადგურებელი სჭირდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას დამატებით F-16-ის ტიპის 40 ავიაგამანადგურებელი სჭირდება

უკრაინას დამატებით F-16-ის ტიპის 40 ავიაგამანადგურებელი სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, თავდაცვის საკითხებში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი“) შეხვედრაზე ონლაინ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, F-16 ძლიერი ავიაგამადგურებელია, მაგრამ ასევე, მას ბევრი ტექნიკური მომსახურება სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ის F-16-ები, რომლებიც ახლა გვყავს და რომლებიც რუსულ „შაჰედებსა“ და რაკეტებს აგდებენ, ხმელეთზე უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე ჰაერში. ამიტომ, მეტი F-16 გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკიმ ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინას მეტი ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავი Mirage მიაწოდონ.

„ეს საკითხი ბევრჯერ განვიხილეთ. ევროპას უფრო მეტი Mirage ჰყავს, Rafale-ის მომზადებას კი მეტი დრო, სწავლება და წვრთნა სჭირდება. Mirage-ის გამოყენება ახლავეა შესაძლებელი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.