პაველ ჰერჩინსკი - სერიოზულად შეშფოთებული ვართ, გამჭვირვალობა არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვისა და სტიგმატიზაციის საბაბი - სიტყვის, მედიის თავისუფლება აუცილებელია, განსაკუთრებით კანდიდატი ქვეყნისთვის

ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული ღიად დარჩენილი საკითხები, რომელიც საჭიროებს შემდგომ განხილვებს, რომელთან დაკავშირებითაც საჭიროა უკეთ გაგება ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის და სამწუხაროდ, არსებობს საკითხი, ბოლო საკანონმდებლო ინიციატივა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ჩვენი აზრით, შეუთავსებელია ევროკავშირს ნორმებსა და ღირებულებებთან, როგორც უკვე გარკვევით ითქვა უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის მიერ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის.

„ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადება ძალიან ნათელი იყო. ეს განცხადება გავრცელდა ამ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენიდან მხოლოდ 24 საათში. სერიოზულად შეშფოთებული ვართ. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთება არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვისა და სტიგმატიზაციის საბაბი. სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყველა დემოკრატიისთვის, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნისთვის. უბრალოდ, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული კანონი და არც ამერიკული კანონი. მე მესმის შეშფოთება გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე მესმის, რომ არსებობს სხვა გზებიც გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ყველა ვემხრობით გამჭვირვალობას, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი სამუშაოს შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ასრულებენ“, - აღნიშნა ელჩმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა