ქეთი ხუციშვილი - კანონპროექტში ჩანაცვლებულია ერთი ტერმინი - „აგენტების“ ნაცვლად „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“ ეძახიან არასამთავრობოებს, რასაც პრინციპულად არ ვეთანხმებით და შეურაცხყოფად მიგვაჩნია

კანონპროექტში ჩანაცვლებულია მხოლოდ ერთი ტერმინი - „აგენტების“ ნაცვლად „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“ ეძახიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რასაც პრინციპულად არ ვეთანხმებით და შეურაცხყოფად მიგვაჩნია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და არა რომელიმე უცხო ქვეყანას, - ამის შესახებ ფონდ ,,ღია საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე.

ამასთან, მან ისაუბრა საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციის, პირველ შუალედურ ანგარიშზე, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

„ანგარიში, რომელიც დღეს ჩვენ წარვადგინეთ მოიცავდა პერიოდს, ფაქტობრივად, რეკომენდაციის გაცემიდან მარტის დასასრულამდე. ჩვენი ანგარიში ეხება იმ 9 ნაბიჯს და ვცდილობდით შეგვეფასებინა, რა შესრულდა, რა სრულდება და ა.შ. ამ მომენტისთვის, ნაწილობრივ შესრულებულია მხოლოდ ორი ნაბიჯი, დანარჩენები კი შესასრულებელია. ეს არ იქნებოდა ისეთი დრამატული, აპრილის დასაწყისში არ მომხდარიყო ძალიან ცუდი რამ, მე ვიტყოდი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ხელახლა ინიცირება იმ კანონისა, რომლის წინააღმდეგაც ქართველმა ხალხმა შარშან თავდადებით იბრძოლა. ეს კანონი სრული ანალოგია წინა კანონისა და შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ ის, ფაქტობრივად, იმეორებს რუსულ კანონს. ჩანაცვლებულია მხოლოდ ერთი ტერმინი - აგენტების ნაცვლად „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს“ ეძახიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რასაც პრინციპულად არ ვეთანხმებით და შეურაცხყოფად მიგვაჩნია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და არა რომელიმე უცხო ქვეყანას. იმაში, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიას ვემსახურებოდით და ქვეყნის წინსვლას, ჩვენი დასავლელი მეგობრები გვეხმარებიან. ჩვენი ჩრდილოელი მტრები ამაში არ გვეხმარებიან, პირიქით, ხელს გვიშლიან“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრას დაესწრო საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, რომელმაც საკმაოდ მკაცრი სიტყვა თქვა.

„მან თქვა, რომ ბოლოს და ბოლოს, საქართველოს წინაშე გაიხსნა შესაძლებლობის კარები და ჩვენ თუ ამას არ გამოვიყენებთ და ამ კარებიდან არ შევალთ, დავრჩებით ამ თანამეგობრობის მიღმა. ეს საფრთხე დღეს აშკარაა. რატომ ცდილობს დღეს ხელისუფლება ამ დამანგრეველი კანონის მიღებას, პირადად ჩემთვის, სრულიად გაუგებარია. შესაძლოა, მათ დავალება მიიღეს“, - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მისი თქმით, ამ კანონის მიზანი, პირველ რიგში, არის არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის დასუსტება და შემდეგ მოსპობა. ხუციშვილის განმარტებით, ეს შედეგი დადგა რუსეთში, ასევე იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც მსგავსი კანონი მიიღეს. ამასთან, ხუციშვილი იმედოვნებს, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ დაკარგავს, თუმცა, მისი თქმით, ამის საფრთხე არსებობს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე