Reuters - Lufthansa-მ თეირანში ავიამიმოსვლა შეაჩერა

გერმანიის ავიაკომპანია Lufthansa-მ ირანის დედაქალაქ თეირანის მიმართულებით და პირიქით ავიარეისები შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა.

ავიაკომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილება გულმოდგინე განხილვის შემდეგ მიიღეს.

„მუდმივად ვაკვირდებით სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში და მჭიდრო კონტაქტში ვართ ხელისუფლებასთან. ჩვენი სტუმრების და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება Lufthansa-ს მთავარი პრიორიტეტია“, - თქვა სპიკერმა.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ