შალვა პაპუაშვილი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით - მნიშვნელოვანია, ასეთი კომისიის წევრებს სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდეთ

მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდეთ ასეთი კომისიის წევრებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სამწუხაროა, თუ წარმომადგენლები გასაუბრებაში არ მონაწილეობენ.

„საზოგადოებამ იცის, რომ მე ზუსტად იგივე კომისიას შევთავაზე მუშაობა, რომელიც თავის დროზე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიერ იყო შერჩეული. ამიტომ, კომისიის პერსონალური, ხელახალი შერჩევა არ დამიწყია. სამწუხაროა, თუ გასაუბრებაში არ მონაწილეობენ. კომისია უფლებამოსილია და მადლობას ვუხდი მათ, რომ აგრძელებენ მუშაობას. ველოდები მათ გადაწყვეტილებას და შემოთავაზებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ლევან შენგელიამ საკუთარი მონაწილეობა შეაჩერა. როგორც ლევან შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ეს გადაწყვეტილება ერთგვარი სოლიდარობის ნიშანია იმ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი წევრების მიმართ, რომელთა ინიციატივაც კომისიამ არ გაითვალისწინა. როგორც შენგელიამ აღნიშნა, მესამე სექტორის ორ წარმომადგენელს გუშინდელ სხდომაზე ჰქონდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი სამუშაო პროცესში როგორც კომისიის წევრები, მუშაობას შეაჩერებდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება