ლაშა ფარულავა - 9-წლიანი სასჯელი იმის მკაფიო გამოხატულებაა, რომ საქმე პოლიტიკური შინაარსისაა და ლაზარე გრიგორიადისი  პოლიტიკური პატიმარია

9-წლიანი სასჯელიც იმის მკაფიო გამოხატულებაა, რომ ეს პოლიტიკური შინაარსის საქმეა და ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური პატიმარია, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ, ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მსჯავრდებული გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

„სანქცირებულია სასამართლო კლანი, სანქცირებულია ყოფილი გენერალური პროკურორი და ამ პირობებში შეუძლებელია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. 9- წლიანი სასჯელიც ამის მკაფიო გამოხატულებაა, რომ ეს არის პოლიტიკური შინაარსის საქმე და ლაზარე გრიგორიადისი არის პოლიტიკური პატიმარი. ამიტომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პოლიტიკურ პატიმრად ქცეული ლაზარე გრიგორიადისი“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები