მაკა ბოჭორიშვილი შოლცის განცხადებაზე - ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი განიხილება, მომზადებულია დირექტივა - ევროპარლამენტი ამ კანონპროექტს განიხილავს და დიდი ალბათობით, მას რაღაც ფორმით მიიღებს

ევროკავშირის დონეზე ასეთი კანონი განიხილება, მომზადებულია დირექტივა - ევროპარლამენტი ამ კანონპროექტს განიხილავს და დიდი ალბათობით, მას რაღაც ფორმით მიიღებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” გაკეთებული განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ევროკომისია დირექტივებს ტყუილად არ ამზადებს. როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, არ შეიძლება გამჭვირვალობა საქართველოსთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეს.

„ის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მსგავსი კანონები არ მოქმედებს, ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ევროკომისიამ რომ შეიმუშავა დირექტივა ესეც ცხადია და ევროპარლამენტში განიხილება. მართალია, ის ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა განხილვის პროცესშია. მისი მიზანი არის სწორედ ის, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობისთვის შეიქმნას ერთგვარი ჩარჩო, მათ შორის, გერმანიაშიც არის მსგავსი კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოღებული ნებისმიერი კანონი შესაბამისობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეიძლება გამჭვირვალობას სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდეს საქართველოსთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის. გამჭვირვალობას აქვს ერთადერთი სტანდარტი. ის ემსახურება დემოკრატიის განმტკიცებას როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე საქართველოში. ის, რომ ევროკომისიის მიერ დირექტივა შემუშავებულია, ნიშნავს იმას, რომ ეს საკანონმდებლო პროცესი დაწყებულია და ლოზუნგების დონეზე მისი შეჩერება არ მოხდება ისე, როგორც საქართველოში ჰქონდა ამ საკანონმდებლო პროცესს შეჩერების მცდელობა. რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი განიხილავს ამ კანონპროექტს და დიდი ალბათობით, მას რაღაც ფორმით მიიღებს. რა თქმა უნდა, ზუსტად რთულია როგორი ფორმით, მაგრამ ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც შეეხება გამჭვირვალობას, ბუნებრივია, ამ დირექტივაში დარჩება.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად უყურებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს”.

მისივე თქმით, „მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“. შოლცის განცხადებითვე, “ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე