ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი - უცნობია, როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს - დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, პროცესი ორშაბათამდე გადაიწევს

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდებულის, ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველები პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ელოდებიან.

გრიგორიადისის ადვოკატისთვის, ლიკა ბითაძისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როდის მოაწერს ხელს პრეზიდენტი შეწყალების დოკუმენტს, რის შემდეგაც, პატიმარი პენიტენციური დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„ჯერ არაფერი არ არის. დღეს რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ორშაბათამდე გადაიწევს. პროცედურები რა არის და რას ელოდებიან, ზუსტად არ ვიცით. წესით, ელექტრონულად უნდა გადაგზავნონ და მაშინვე გამოუშვან“, - განუცხადა ბითაძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები