მამუკა მდინარაძე - პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც მისი „ნაცური“ გადაწყვეტილებაა

პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება, - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება უკვე მისი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია.

„უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ პოლიციელზე ძალადობაში, არამედ, ოჯახურ ძალადობაში, საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული ადამიანიც არის [ლაზარე გრიგორიადისი]. პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდებული შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, რაც არის მისი „ნაცური“ გადაწყვეტილება, მეტი არაფერი. როდესაც იწყალებ პოლიციაზე და საკუთარ მამაზე თავდამსხმელს, ეს უკვე შენი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელი ნაწილია და არ უნდა დაგვავიწყდეს წინა პერიოდში ვინ შეიწყალა. გაიხსენეთ, მის შეწყალებულთა სია და ამით უკვე დასკვნები მარტივად გამოსატანია“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან მან ისაუბრა, გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილების გაცხადების შემდგომ პრეზიდენტის ფოტოგრაფის მიერ სამსახურის დატოვებაზე.

„გია აბდალაძე არის ძალიან ღირსეული ადამიანი და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ალბათ. მისი ეს გადაწყვეტილება საერთოდ არ გამკვირვებია” - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების საქმეზე მსჯავრდებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს