რუსეთი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და რეგიონში „მორიგი საშიში ესკალაციის გამო შეშფოთებას“ გამოხატავს

მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და რეგიონში მორიგი საშიში ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას რეგიონში მორიგი სახიფათო ესკალაციის გამო. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ახლო აღმოსავლეთში, უპირველეს ყოვლისა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში, არსებული მრავალი კრიზისის, რომელიც ხშირად გამოწვეულია უპასუხისმგებლო პროვოკაციული ქმედებებით, გადაუჭრელობა დაძაბულობის გაზრდას გამოიწვევდა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება. ველით, რომ რეგიონული ქვეყნები გადაწყვეტენ არსებულ პრობლემებს პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგონა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ