ადვოკატი - სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებას უკვე გადაუგზავნა და ახლა პრეზიდენტის შეწყალების მოლოდინში ვართ

მსჯავრდებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, ლიკა ბითაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებას უკვე გადაუგზავნა და ახლა პრეზიდენტის შეწყალების მოლოდინში არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადვოკატი აღნიშნავს, გრიგორიადისს ის დღეს, 17:00 საათზე გლდანის ციხეში შეხვდება, თუ მანამდე მისი გათავისუფლება არ მოხდება.

„სასამართლომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი უკვე გადაგზავნა და პენიტენციურმა დასტური მისცა, რომ ნამდვილად მიიღეს. ახლა გვრჩება ის, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს შეწყალების აქტს და ლაზარემ დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, - განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილსვე განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები