სალომე სამადაშვილი - ეს არის კანონი, რომლითაც ივანიშვილს სურს დაასრულოს დემოკრატია, ევროკავშირმა უარი თქვას გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, ეს არის იანუკოვიჩის გზა - სხდომიდან აძევებენ ხალხს, ვინც სიმართლეს ეუბნება

სხდომაზე ჩვენ აბსოლუტურად დემაგოგიურ, არაფრის მთქმელ სიტყვების რახარუხს ვისმენდით ბიძინა ივანიშვილის მონის მონისგან -ხედავთ როგორ გვექცევიან, უნდათ ჩაგვირთავენ მიკროფონს, უნდათ გამოგვაგდებენ სხდომიდან, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რას მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

მისივე თქმით, სხვა ფუნქცია ამ კანონს არ აქვს, გარდა იმისა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ჩაშალოს.

„ეს არ არის კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ეს არის კანონი, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილს სურს დაასრულოს დემოკრატია, სურს გააუქმოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, სურს, რომ ევროკავშირმა უარი თქვას ჩვენთან ურთიერთობებსა და გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. ეს არის იანუკოვიჩის გზა. ამიტომ ცხადია, რომ სხდომიდან აძევებენ ხალხს, ვინც სიმართლეს ეუბნება. მე „ქართული ოცნების“, ამ რუსული ოცნების წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ ისინი დღეს არიან რუსები, როდესაც იცავენ რუსულ კანონს. ეს არ მოეწონათ და ამიტომ დამატოვებინეს სხდომა. სხდომაზე ჩვენ აბსოლუტურად დემაგოგიურ, არაფრის მთქმელ სიტყვების რახარუხს ვისმენდით ბიძინა ივანიშვილის მონისგან. უფრო სწორად, ივანიშვილის მონაც არაა, ბიძინას მონის მონაა. ვერ მივიღეთ პასუხი მთავარ შეკითხვაზე. როცა შენი მეგობრები გეუბნებიან, რომ ამ კანონს თუ მიიღებ საქართველოს ევროპული მომავალი დასრულდება, რა ასეთ ღირებულებას წარმოადგენს, რომ ხაზი უნდა გადაუსვა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მაინც მიიღო. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. პასუხი მარტივია, არანაირი ევროპული მომავალი ბიძინა ივანიშვილს თქვენთვის არ უნდა. მან საკუთარი ოჯახი უკვე გახიზნა ამ ქვეყნიდან და უნდა, რომ თქვენმა შვილებმა იცხოვრონ რუსეთის ქვეშევრდომ სახელმწიფოში. განსაკუთრებით იმ ფონზე რაც უკრაინაში ხდება, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე გაიფორმოს საქართველოში საკუთარი ბატონობა. ეს ღია საბოტაჟი ევროპული მომავლის არის სწორედ ის, რასაც დღეს რუსეთი ცდილობს ბიძინა ივანიშვილის ხელით მიაღწიოს.

დღეს, 19:00 საათზე არის აქცია და ახლა ყველა უნდა ადგეს, ვისაც ფეხით სიარული შეუძლია, მოვიდეს და უთხრას რუსეთს, რომ ჩვენს ქვეყანას არ დავუთმობთ და არ გავატანთ. ხედავთ როგორ გვექცევიან, უნდათ ჩაგვირთავენ მიკროფონს, უნდათ გამოგვაგდებენ სხდომიდან. სხვა ფუნქცია ამ კანონს არ აქვს, გარდა იმისა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები ჩაშალოს.

ფიზიკური ძალადობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა. მან შარშან ქართველი ახალგაზრდები დაარბია, არ გაუვიდა და უკან მოუწია რუსული კანონის წაღება. მერე რუსებმა დაურეკეს, უთხრეს როგორ გაბედე და თუ გინდა საქართველოში ხელისუფლებაში დარჩე, ახლა აბა ადექი და შარშან რა დავალებაც ვერ შეასრულე, წელს შეასრულეო. გამოვიდა და დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება საკუთარ მოქალაქეებთან“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

30.06.2025 / 09:10

ფიქრეტ სადიხოვი - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივა ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ შეაფასებს დღეს არსებულ დაძაბულ ვითარებას რუსეთის ხელმძღვანელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2025
გიორგი მელაშვილი - არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები - მაგრამ ორივე შესაძლებლობა განწირულია, თუ ვერ მოხერხდება ოპოზიციაში ერთიან პოზიციაზე შეჯერება
ევროპის უმაღლესი განათლების კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება - კეთილდღეობის კატალიზატორი“ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა
სპეციალური შეთავაზება - Hyundai Santa Fe 15 000-ლარიანი ფასდაკლებით
5 ივლისს დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
ახალი სტანდარტი სამშენებლო ინდუსტრიაში - LSG Solutions-მა პარტნიორებს თანამშრომლობის ინოვაციური მოდელი Delivery Partner წარუდგინა
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ „სილქნეტის“ ქსელში