ევროკომისიამ უკრაინის რეფორმების გეგმა დაამტკიცა

ევროკომისიამ კიევის მიერ წარდგენილი უკრაინის რეფორმების გეგმა დაამტკიცა, რაც წინაპირობაა ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - 2024 წლიდან 2027 წლამდე - 50 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების გადასახდელად, - ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისია განმარტავს, რომ უკრაინის რეფორმის გეგმის დამტკიცებამ Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში რეგულარული გადახდების გზა მოამზადა. ამ პროგრამით გამოყოფილი დაფინანსების მიზანია, ხელი შეუწყოს კიევს ადმინისტრაციის ფუნქციონირების შენარჩუნებაში, ხელფასების და პენსიების გადახდაში, ძირითადი სამთავრობო სერვისების უზრუნველყოფასა და ქვეყნის აღდგენაში.

ევროკომისიის განცხადებით, უკრაინის გეგმის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერა მოხდება იმ პირობით, რომ უკრაინამ უნდა განაგრძოს ეფექტური დემოკრატიული მექანიზმების მხარდაჭერა და პატივისცემა.

„უკრაინის რეფორმებისა და ინვესტიციების სტრატეგია მყარ საფუძველს გვთავაზობს უფრო თანამედროვე და აყვავებული უკრაინის ასაშენებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. კომისიის მიერ უკრაინის გეგმის დადებითად შეფასება გზას გაუხსნის Ukraine Facility-ის ფარგლებში რეგულარულ გადახდებს. დღევანდელი წინადადებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ევროპა დგას უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც სჭირდება და რომ ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ საჭირო ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინის გეგმა 69 რეფორმას და 10 ინვესტიციას განსაზღვრავს და დაყოფილია 146 რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლად. ეს რეფორმები მოიცავს 15 სფეროს, მათ შორის ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ადამიანურ კაპიტალს, ასევე სახელმწიფო საწარმოებს, ბიზნეს გარემოს, საჯარო ფინანსებს და სხვა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ახლა ერთი თვე აქვთ უკრაინის რეფორმების გეგმის ეროვნულ დონეზე დასამტკიცებლად, რაც მაკროფინანსური დახმარების გადახდის წინაპირობაა. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება 1.89 მილიარდ ევრომდე წინასწარი დაფინანსების გამოყოფა მანამ, სანამ არ დაიწყება რეფორმის გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებული რეგულარული გადახდები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება